„სევილიამ“ დილეინის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„სევილიამ“ დილეინის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი ტომას დილეინი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა.

დანიელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

დილეინი „დორტმუნდში“ 2018 წლის ზაფხულში ბრემენის „ვერდერიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში მან 34 მატჩი ჩაატარა „ბორუსიას“ შემადგენლობაში და ერთი გოლი გაიტანა.