„სევილიას“ ხელმძღვანელობამ კმაყოფილება გამოთქვა მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის მუშაობით და მასთან კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა. ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. წინა კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურებოდა.
კლუბში აღნიშნეს, რომ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით „სევილიას“ საუკეთესო პროცენტი აქვს ისტორიაში მოგებების მხრივ (58.2) და საუკეთესო პროცენტი წაგებების გარეშე (82.27).
გასულ სეზონში „სევილიამ“ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით ევროპის ლიგა მოიგო, წელს კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა და იქ „დორტმუნდს“ შეხვდება.
ლა ლიგაში გუნდი მეექვსე ადგილზეა 30 ქულით და ლიდერ „ატლეტიკოს“ რვა ქულით ჩამორჩება.