„სეტონ ჰოლმა“ „ვაგნერი“ დაამარცხა, მამუკელაშვილმა მეტოქეს თავი მიაბჯინა (ვიდეო)

ამერიკის კოლეჯების საკალათბურთო ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლ პირატსმა“ მესამე მატჩი მოიგო. ამჯერად „მეკობრეებმა“ „ვაგნერ სიჰოუქსს“ უმასპინძლეს და 78:45 დაამარცხეს.

ერთ ეპიზოდში მოწინააღმდეგემ მამუკელაშვილის წინააღმდეგ საკმარისზე მეტად იუხეშა. ამან ქართველი ფორვარდი გააცხარა და ჩეის ფრიმენს თავი თავს მიაბჯინა. თანაგუნდელები უმალ „ცხელ წერტილში“ გაჩნდნენ და კონფლიქტს გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

„ვაგნერთან“ მამუკელაშვილმა 19 წუთი ითამაშა, 6 ქულა, 5 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა.

„სეტონ ჰოლი“ მომდევნო მატჩს 15 დეკემბერს „ქსავიერთან“ გამართავს.