მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა „პლზენთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინა ვარჯიშზე „ჭკუა ასწავლა“ ახალგაზრდა თანაგუნდელს. ვეტერანმა ახლო მანძილიდან ბურთი გაარტყა 21 წლის სერხიო რეგილომონს, რომელიც შემთხვევით ეუხეშა რამოსს სათამაშო ეპიზოდში.
ვარჯიშის შემდეგ, მადრიდელთა კაპიტანმა კიდევ ერთხელ დაარტყა რეგილომონს, მაგრამ ამ უკანასკნელმა პასუხი არ გასცა.
გასახდელისკენ მიმავალ რამოსს ლუკა მოდრიჩი აწყნარებდა.