სერხიო რამოსის დასჯის პეტიციას 400 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი
სერხიო რამოსის დასჯის პეტიციას 400 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი

პეტიციას მადრიდის „რეალის“ კაპიტნის, სერხიო რამოსის დასჯის მოწოდებით, უკვე 400 000 ადამიანზე მეტმა მოაწერა ხელი, – იტყობინება Football Espana.

ამგვარი მოთხოვნა უკავშირდება ინციდენტს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როცა სერხიო რამოსმა ტრავმა მიაყენა „ლივერპულის“ ფორვარდ მოჰამედ სალაჰს. პეტიცია ინტერნეტში 27 მაისს გაჩნდა.

მიღებული დაზიანების გამო, სალაჰმა შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. მანამდე ეგვიპტელმა ფორვარდმა დარწმუნებით განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.