სერხიო რამოსი უკრაინელი ლტოლვილების დახმარების მოწოდებით გამოვიდა #1TVSPORT
სერხიო რამოსი უკრაინელი ლტოლვილების დახმარების მოწოდებით გამოვიდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, სერხიო რამოსმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ტანსაცმელზე უკრაინელი გოგონას ფოტო აქვს გამოსახული. ესპანელი ფეხბურთელი უკრაინელი ლტოლვილების დახმარების მოწოდებით გამოვიდა.

„ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ამ ბავშვების დახმარება. არ გვაქვს მათი დავიწყების უფლება“, – ასეთი წარწერა დაურთო რამოსმა ფოტოს.

სერხიო რამოსმა 23 თებერვალს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.