„რეალ მადრიდის“ მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ არ უნდოდა ტრავმა მიეყენებინა „ვიქტორიის“ ფეხბურთელისთვის. რამოსთან შეჯახებისას მილან ჰაველს ცხვირი გაუტყდა და სისხლი წასკდა, რის გამოც იგი პირველ ტაიმში შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხური გუნდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
„მე ველაპარაკე მას, შეტყობინება გავუგზავნე,“ -ციტირებს AS რამოსს, – „ვიმედოვნებ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. კონტაქტი იყო, მაგრამ მე არ მინდოდა მისთვის ტკივილის მიყენება. ნებისმიერი დარტყმა ცხვირში ძალიან მტკივნეულია. იმედია, ის მალე დაუბრუნდება მოედანს“.