ფრანგული გამოცემები მოულოდნელ და საინტერესო სიახლეს ავრცელებენ – პსჟ-ისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი სერხიო რამოსი „ნაპოლის“ უახლოვდება და შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ესპანელმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა, რომ „კლერმონთან“ პსჟ-ის ფორმით ბოლო თამაში ჩაატარა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვეტერანი მცველი კარიერას ასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო რამოსი, რომელსაც ბრწყინვალე და ტიტულებით სავსე კარიერა ჰქონდა, შესაძლოა, „ნაპოლიში“ ვიხილოთ.
„ნეაპოლელთა პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს პსჟ-ის ყოფილი ვარსკვლავის იტალიურ სერია A-ში მიყვანა სურს. რამოსთან ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო და მოლაპარაკება ფარულად მიმდინარეობდა. კლუბში დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფეხბურთელის მიყვანა „ნაპოლის“ სტრატეგიული ნაბიჯიც იქნება დაცვის ხაზის გასაძლიერებლად“, – წერს Channel Plus-ის ვებგვერდი.