სერხიო რამოსი პსჟ-ში კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს #1TVSPORT
PARIS, FRANCE - MAY 13 : Sergio Ramos of PSG during the Ligue 1 Uber Eats match between PSG and Ajaccio at Parc des Princes on May 13, 2023 in Paris, France. (Photo by Tnani Badreddine/DeFodi Images via Getty Images)
„პარი სენ-ჟერმენი“ თავისი ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის მომავალთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა.
როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, ფრანგულმა კლუბმა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა კიდევ ერთი სეზონით დაიტოვოს ესპანელი ვეტერანი. „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას გამოცდილი ცენტრალური მცველის იმედი აქვს.
მიმდინარე სეზონში რამოსმა ყველა ტურნირზე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.