მადრიდის „რეალის“ მცველს სერხიო რამოსს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა სურს. ამის შესახებ გამოცემა El Mundo Deportivo წერს.
რამოსს, რომელსაც მოგებული აქვს თითქმის ყველა დიდი საფეხბურთო ტურნირი, საკუთარი კოლექციის შევსება ოლიმპიური მედლითაც უნდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს, „რეალის“ კაპიტანს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ელოდება, ოლიმპიადაზე თამაშსაც აპირებს, რომელიც 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.
ოლიმპიადის ფეხბურთის ტურნირზე 23-წლამდელი ფეხბურთელები თამაშობდენ, თუმცა თითოეული გუნდს შეუძლია განაცხადში ჰყავდეს სამი ნებისმიერი ასაკის მოთამაშე.