სერხიო რამოსი მცველებს შორის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
სერხიო რამოსი მცველებს შორის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა და მცველმა, სერხიო რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „სოსიედადის“ წინააღმდეგ ანგარიში გახსნა. შეხვედრა სან სებასტიანში გაიმართა და „რეალმა“ 2:1 მოიგო.

რამოსმა თავი გამოიჩინა პენალტით და ეს იყო მისი 69-ე გოლი ლა ლიგაში. ამით სერხიო პირველ ადგილზე გავიდა ლიგის ისტორიაში მცველებს შორის გოლების რაოდენობით. ესპანელმა „ბარსელონას“ ყოფილ მცველს, რონალდ კუმანს გაუსწრო.

მიმდინარე სეზონში სერხიო რამოსმა 28 მატჩი ჩაატარა „რეალში“ და შვიდი გოლი გაიტანა.

სამი ქულის მოპოვებით, „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი გახდა. „სამეფო კლუბსა“ და „ბარსელონას“ ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ, მაგრამ მადრიდელები პირად შეხვედრაში უპირატესობას ფლობენ.