ამ უქმეებზე მორიგი ელ კლასიკო გაიმართა, რომელიც, ტრადიციულად, კონფლიქტური სიტუაციებით გამოირჩეოდა. ერთ-ერთ ასეთ კონფლიქტსა და თავისი გუნდის წაგებას მადრიდის რეალის კაპიტანი სერხიო რამოსიც გამოეხმაურა.
„მადრიდის რეალი მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭიროა გოლების გატანაა იმისათვის, რომ გაიმარჯვო. ეს ვერ გავაკეთეთ ვერც გუშინ და ვერც თასის მატჩში. ჩვენ წარმატების მიღწევის კარგი შესაძლებლობა გვქონდა. მხოლოდ სანახაობრივი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა. ერთადერთი ისღა გვრჩება, რომ მეტოქე გუნდს წარმატება მივულოცოთ. ბარსელონამ ჩემპიონობისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. ცუდია, რომ ქულებს შორის სხვაობა გაიზარდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ხდება, მადრიდის რეალი ბოლომდე იბრძოლებს. მესისთვის სახეში ჩარტყმა? ასეთი შეჯახებები ყოველთვის ხდება და მოხდება. ლიონელისთვის განზრახ არ ჩამირტყია, ეს შემთხვევითობა იყო. მას მწვავე რეაქცია ჰქონდა და გადაწყვიტა, გაეფორმებინა მომხდარი“, – ციტირებს მადრიდელთა კაპიტნის სიტყვებს ესპანური გამოცემა ასი (AS).
შეგახსენებთ,რომ მიმდინარე შეხვედრა მადრიდში გაიმართა და ბარსელონას გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1:0.