სერხიო რამოსი და „რეალი“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

15:01, 29.01.2021

სერხიო რამოსსა და მადრიდის „რეალს“ შორის მოლაპარაკებები კვლავ წარუმატებლად გრძელდება და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან, – იუწყება Diaro AS.

მადრიდელთა კაპიტანს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თეორიულად მას 1 იანვრიდან უფლება აქვს სხვა გუნდებთან აწარმოოს მოლაპარაკებები, მაგრამ ამ თვეში ჯერჯერობით სხვა კლუბების წარმომადგენლებთან საუბარი არ ჰქონია.

წყაროს ცნობით, სამეფო კლუბი მზადაა 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივოს. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებს ერთი დაუწერელი კანონი აქვთ – ისინი 30 წელზე უფროს ფეხბურთელებს კონტრაქტს მაქსიმუმ ერთი წლით უხანგრძლივებენ, მაგრამ რამოსის შემთხვევაში მზად არიან გამონაკლისი დაუშვან.

ესპანელი ფეხბურთელით არაერთი ტოპ-კლუბია დაინტერესებული, მათ შორის კი ყველაზე მეტად მანჩესტერ „სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურობენ.

მსგავსი