სერხიო პერესმა აზერბაიჯანის გრანპრი მოიგო, „რედ ბულმა“ 25-ე დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ბაქოში ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი – აზერბაიჯანის გრანპრი გაიმართა.
პარასკევს პოული „ფერარის“ პილოტმა, შარლ ლეკლერმა მოიპოვა, მაგრამ რბოლის სტარტის შემდეგ მალე დაკარგა პირველი ადგილი – მეოთხე და მეექვსე წრეზე მას გაუსწრეს „რედ ბულის“ პილოტებმა – მაქს ფერსტაპენმა და სერხიო პერესმა.
„რედ ბულის“ პილოტებს შორის ბრძოლაში კი პერესმა გაიმარჯვა, რომელმაც პიტსტოპების პირველი სერიისას გაუსწრო ფერსტაპენს, თანდათან ორწამიანი უპირატესობა მოიპოვა და ფინიშზე პირველი მივიდა. მექსიკელმა კარიერაში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ფერსტაპენი მეორე ადგილზე გავიდა, რითაც „რედ ბულმა“ ისტორიაში 25-ე დუბლი შეასრულა. მესამე იყო ლეკლერი – მან „ფერარის“ სეზონში პირველი პოდიუმი მოუტანა.
ქულათა ზონაში ასევე მოხვდნენ: 4. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი), 5. კარლოს საინსი (ფერარი), 6. ლუის ჰემილტონი (მერსედესი), 7. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი), 8. ჯორჯ რასელი (მერსედესი), 9. ლანდო ნორისი (მაკლარენი), 10. იუკი ცუნოდა (ალფა ტაური).
საერთო ჩათვლაში ოთხი ეტაპის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:
-
მაქს ფერსტაპენი – 93 ქულა; 2. სერხიო პერესი – 87; 3. ფერნანდო ალონსო – 60; 4. ლუის ჰემილტონი – 48; 5. კარლოს საინსი – 34; 6. შარლ ლეკლერი – 28; 7. ჯორჯ რასელი – 28; 8. ლენს სტროლი – 27; 9. ლანდრო ნორისი – 10; 10. ნიკო ჰიულკენბერგი – 6.
შემდეგი ეტაპი 7 მაისს მაიამიში გაიმართება.