ამერიკულმა საფეხბურთო კლუბმა „ინტერ მაიამიმ“ გუნდში „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის გადასვლის შესახებ გამოაცხადა.
34 წლის ესპანელი თავისუფალი აგენტის სტატუსს პირველ ივლისს მოიპოვებს და ოფიციალურად გახდება „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი.
სერხიო ბუსკეტსი „ბარსელონას“ ღირსებას 2005 წლიდან იცავდა – მან კატალონიურ კლუბში 722 მატჩი გამართა.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს ამერიკულ კლუბში ლიონელ მესი გადავიდა, რომელიც 2005-2021 წლებში „ბარსელონაში“ სწორედ სერხიო ბუსკეტსთან ერთად თამაშობდა.