სერხიო აგუეროს ძმა ესპანეთის მესამე ლიგის კლუბში ჩაირიცხა
სერხიო აგუეროს ძმა ესპანეთის მესამე ლიგის კლუბში ჩაირიცხა

ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბმა „ოლივენსამ“ გამოაცხადა გასტონ დე კასტილიოს ტრანსფერის შესახებ. 23 წლის არგენტინელი „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის სერხიო აგუეროს ძმა გახლავთ.

დე კასტილიოს უკვე აქვს ესპანეთში გამოსვლის გამოცდილება. ნახევარმცველი „კადისის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა 2016-17 წლების სეზონში, თუმცა, ჯამში 60 წუთი სათამაშო დრო მიიღო.

არგენტინელის ბოლო გუნდი იყო მექსიკური „სალტილიო“, სადაც მას ვარჯიშებისას დიციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.