სერხიო აგუეროს „ბარსელონას“ დატოვება სურს - ის კლუბისგან თავს მოტყუებულად გრძნობს #1TVSPORT
სერხიო აგუეროს „ბარსელონას“ დატოვება სურს - ის კლუბისგან თავს მოტყუებულად გრძნობს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი სერხიო აგუეროი, რომელიც პირველ ივლისს შეუერთდა კატალონელებს, უკვე კლუბის დატოვების სურვილს გამოთქვამს.

როგორც გამოცემა TYC Sports-ის ჟურნალისტი მიკელ ბლასკესი წერს, არგენტინელი „ბარსელონასგან“ მოტყუებულად გრძნობს თავს. აგუერო კატალონურ კლუბში გადასვლას იმის გამო დათანხმდა, რომ იქ ლიონელ მესისთან ერთად თამაშის პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ 5 აგვისტოს „ბარსელონამ“ მესის გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. კლუბის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო თავის ლეგენდასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ლა ლიგას მხრიდან ფინანსური და სტრუქტურული წინაღობების გამო.

2011-21 წლებში აგუერო „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბარსელონაში“ გადასვლას დათანხმდა.