„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო ახლოს არის „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან, – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
როგორც წყარო იტყობინება, არგენტინელთან კონტრაქტის გაფორმება დროის ამბავია. უკვე შედგენილია ორწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც აგუერო წელიწადში რვა მილიონ ევროს მიიღებს. მხარეებს მხოლოდ ბოლო დეტალებზე დარჩათ მოსალაპარაკებელი.
32 წლის აგუერომ ამ სეზონში პრემიერლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.