სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტის“ დატოვებისთვის ემზადება
სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტის“ დატოვებისთვის ემზადება

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა სერხიო აგუერომ, შესაძლოა თავისი ამჟამინდელი კლუბი დატოვოს.

გაზეთ „მირორის“ ინფორმაციით, არგენტინელი ზაფხულში კლუბს შეიცვლის, თუ ევროთასების ორ უახლოეს გათამაშებაში „სიტის“ დისკვალიფიკაცია არ გაუქმდება. იტყობინებიან, რომ ასეთ შემთხვევაში, მანჩესტერული კლუბი არ შეეწინააღმდეგება 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს.

აგუეროს კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2021 წლის ზაფხულში სრულდება. ამ სეზონში ფეხბურთელმა 27 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ უეფა-მ ინგლისის ჩემპიონი ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის დასაჯა. კლუბი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა აპელაცია.