„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი სერხი რობერტო უახლოეს დღეებში სერია A-ს დებიუტანტის, „კომოს“ ფეხბურთელი გახდება. იტყობნებიან, რომ მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას თანამშრომლობაზე და გარიგება დასასრულს უახლოვდება.
32 წლის სერხი რობერტოს კონტრაქტი „ბარსელონასთან“ ივლისში ამოიწურა და კლუბმა გადაწყვიტა, ის აღარ გაეგრძელებინა.
შეგახსენებთ, რომ „კომოს“ სათავეში უდგას სესკ ფაბრეგასი. კლუბმა ამ ზაფხულს გაიფორმა ანდრეა ბელოტი, რაფაელ ვარანი, ალბერტო მორენო და პეპე რეინა.
სერია A-ს ახალი გათამაშების სასტარტო მატჩი „კომომ“ სტუმრად წააგო „იუვენტუსთან“ (0:3).