სერიალი სერენა უილიამსის ცხოვრების შესახებ სატელევიზიო ჯილდოზე წარადგინეს

10:10, 05.04.2019

ბიოგრაფიული სერიალი „იყო სერენა“, რომელიც ამერიკელ ჩოგბურთელ სერენა უილიამსზე მოგვითხრობს, პრესტიჟულ ამერიკულ პრემია ემიზე (Emmy Award) წარადგინეს.

ტენისლაიფის ინფორმაციით, სერიალი სამ ნომინაციაში იქნება წარდგენილი – საუკეთესო სპორტული დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მუსიკა და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი.

სერიალში საუბარია ჩოგბურთელის ორსულობაზე და მის დაბრუნებაზე დიდ ჩოგბურთში.

ემის დაჯილდოვების ცერემონია 20 მაისს გაიმართება.

მსგავსი