მას შემდეგ, რაც „ჯენოამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხორვატი სპეციალისტი ივან იურიჩი დაითხოვა, ხოლო მის ნაცვლად იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ჩეზარე პრანდელი მიიწვია, სერია A-ს ოცივე გუნდს სათავეში იტალიელი მწვრთნელი უდგას.
ყველაზე დიდ ხანს თავის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი იმყოფება. ის „იუვენტუსს“ ოთხ წელიწადზე მეტია წვრთნის.
ამ მხრივ, მეორე ადგილზეა ლეონარდო სემპლიჩი, რომელიც სპალ-ს ოთხი წელია ავარჯიშებს. მესამეზე იმყოფება ჯანპიერო გასპერინი – მან „ატალანტა“ თითქმის ორწლინახევრის წინ ჩაიბარა.