იტალიის თასის მესამე ნახევარფინალისტი ბერგამოს „ატალანტა“ გახდა. ამ გუნდმა მეოთხედფინალში სტუმრად შეძლო სერია A-ს ლიდერის, „ნაპოლის“ დამარცხება – 2:1.
სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 50-ე წუთზე ანგარიში ბერგამოელმა ტიმოტი კასტანმა გახსნა. მისმა თანაგუნდელმა ალეხანდრო გომესმა 81-ე წუთზე ორამდე გაზარდა უპირატესობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო დრის მერტენსმა ერთი საპასუხო ბურთის გატანა, თუმცა დარჩენილ დროში ნეაპოლელებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს.
„ატალანტას“ მეტოქე ნახევარფინალში ოთხშაბათს გაირკვევა, როცა „იუვენტუსი“ შინ მიიღებს „ტორინოს“.
იტალიის თასზე ერთი ნახევარფინალური წყვილი უკვე ცნობილია – „ლაციო“-„მილანი“.