სერია A-ს დღევანდელი შეხვედრები დავიდე ასტორის გარდაცვალების გამო გადაიდო
„ფიორენტინას“ კაპიტნის დავიდე ასტორის გარდაცვალების გამო, იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის დარჩენილი შვიდი შეხვედრა, მათ შორის მილანური დერბი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
Football Italia-ს ინფორმაციით, თანაგუნდელები შეშფოთდნენ, როცა ასტორი არ გამოცხადდა გუნდის საუზმეზე და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა. ისინი არ დაელოდნენ სასტუმროს თანამშრომლების მისვლას და ნომრის კარი შეამტვრიეს, სადაც ფეხბურთელი გარდაცვლილი დახვდათ.
ასტორის სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია.