სერია A-ს 27-ე ტურის მატჩები 3 და 4 აპრილს გადაიტანეს
სერია A-ს 27-ე ტურის მატჩები 3 და 4 აპრილს გადაიტანეს

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები, რომლებიც 4 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ „ფიორენტინას“ კაპიტნის, დავიდე ასტორის გარდაცვალების გამო გადაიდო, 3 და 4 აპრილს გაიმართება.

გამონაკლისი იქნება მხოლოდ მილანური დერბი, რადგან „მილანი“ შეიძლება ევროპის ლიგის 1/4 ფინალის მონაწილე გახდეს. ამ სტადიის პირველი მატჩი 5 აპრილს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ევროპა ლიგის 1/8 ფინალში „არსენალს“ უნდა დაუპირისპირდეს. მატჩები მილანსა და ლონდონში 8 და 15 მარტს გაიმართება.