სერია A-ში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა - ძმებმა ერთმანეთს გაუტანეს გოლები (ვიდეო)
„ბენევენტოს“ ფორვარდმა რობერტო ინსინიემ იტალიის სერია A-ში თავისი პირველი გოლის შესახებ გააკეთა კომენტარი. კვირას, მან ჩემპიონატის მეხუთე ტურში „ნაპოლის“ წინააღმდეგ (1:2) გამოიჩინა თავი.
„ძალიან მიხარია ეს გოლი, მაგრამ ვწუხვარ, რომ სერია A-ში ჩემი პირველი გოლი ჩემი ძმის გუნდის წინააღმდეგ გავიტანე“, – განაცხადა „ბენევენტოს“ ფორვარდმა.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ მხრიდან ერთ-ერთი გოლი რობერტოს ძმამ ლორენცო ინსინიემ გაიტანა. ეს არის პირველი შემთხვევა 1949 წლის შემდეგ, როცა იტალიის ჩემპიონატის ერთ მატჩში ორმა ძმამ შეძლო გოლის გატანა.
სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ნაპოლი“ 11 ქულით მეორე ადგილზეა.