სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში კვარაცხელია ESPN-მაც დაასახელა #1TVSPORT
ამერიკული ტელეკომპანია ESPN-ის ვებგვერდმა სერია A-ს სეზონის საუკეთესო და უარესი სიმბოლური გუნდები დაასახელა, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოებში მოხვდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გარდა, იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო გუნდში „ნაპოლის“ კიდევ ოთხი ფეხბურთელი დაასახელეს.
სეზონის საუკეთესო თერთმეტეული
მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“).
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯაე (ორივე – „ნაპოლი“), ლუკას მარტინესი („ფიორენტინა“), კარლოს აუგუსტო („მონცა“).
ნახევარმცველები: რაფაელ ლეაო („მილანი“), ნიკოლო ბარელა („ინტერი“), სტანისლავ ლობოტკა, ხვიჩა კვარაცხელია (ორივე – „ნაპოლი“).
ფორვარდები: ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“).
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“).
სეზონის უარესი თერთმეტეული (4-2-3-1)
მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი („ინტერი“).
მცველები: ხუან კუადრადო („იუვენტუსი“), მარას კუმბულა („რომა“), მილან შკრინიარი („ინტერი“), რიკარდო როდრიგესი („ტორინო“).
ნახევარმცველები: პოლ პოგბა („იუვენტუსი“), ლეანდრო პარედესი („იუვენტუსი“).
თავდამსხმელები: ფლორიან ტაუვინი („უდინეზე“), შარლ დე კეტელაარი („მილანი“), დივოკ ორიჯი („მილანი“), დუვან ზაპატა („ატალანტა“).
მწვრთნელი: დეიან სტანკოვიჩი („სამპდორია“).