სერია A-ს საუკეთესო კლუბმა სატელევიზიო უფლებებიდან უფრო ნაკლები გამოიმუშავა, ვიდრე პრემიერლიგის ყველაზე სუსტმა კლუბმა #1TVSPORT
იტალიის სერია A-სა და ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს შორის ფინანსური უთანასწორობა მკვეთრად თვალში საცემია იმ კვლევის შედეგად, რომელიც გაზეთმა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ყველაზე სუსტი ინგლისური კლუბი სატელევიზიო უფლებებზე უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე ამ მაჩვენებლით საუკეთესო იტალიური გუნდი.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 2021-22 წლების სეზონში სატელევიზიო უფლებებიდან სერია A-ში ყველაზე მეტი „ინტერმა“ მიიღო – 84,2 მილიონი ევრო. შემდეგ მოდიან: „იუვენტუსი“ – 77,9 მილიონი, „მილანი“ – 77,8 მილიონი, „ნაპოლი“ – 68,5 მილიონი, „რომა“ – 64,1 მილიონი…
შედარებისთვის, ამავე სეზონში პრემიერლიგის ბოლო ადგილზე გასულმა გუნდმა მხოლოდ სატელევიზიო უფლებების წყალობით 105 მილიონი ევრო მიიღო.