იტალიის სერია A-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა მიმდინარე სეზონის დასრულების განზრახვა.
„სერია A-ს საბჭომ ერთხმად დაადასტურა 2019-20 წლების სეზონის დასრულების განზრახვა, თუ ქვეყნის მთავრობა ამის უფლებას მოგვცემს. სპორტული მოღვაწეობის განახლება მოხდება იმ რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც ფიფამ და უეფამ გაავრცელეს“, – წერია განცხადებაში.
ამასთან, იტალიის ჩემპიონატის შვიდი კლუბი გამოდის სეზონის განახლების წინააღმდეგ: „ტორინო“, „სამპდორია“, „ბოლონია“, „პარმა“, „სპალი“, „ბრეშა“ და „უდინეზე“. ამ გუნდების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, მატჩების ჩატარებით შენარჩუნდება კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.