იმ შემთხვევაში, თუ იტალიის ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილებას მიიღებენ, შესაძლოა, ყველა დარჩენილი მატჩი რომში გაიმართოს.
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, იტალიაში შეიმუშავეს ექსტრემალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მატჩების ჩატარებას დედაქალაქსა და მის რეგიონებში, რადგან ქვეყნის ეს რაიონი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა კორონავირუსის ინფექციით.
იტყობინებიან, რომ ჩემპიონატის მატჩები გაიმართება მაყურებლებისა და ჟურნალისტების გარეშე, ხოლო ფეხბურთელები და კლუბების მთელი პერსონალი რეგულარულად გაივლიან შესაბამის ტესტებს. ასე რომ, გუნდები დედაქალაქის რეგიონში 45-დღიან კარანტინში მოთავსდებიან.