სერია A-ს 26-ე ტური თითქმის მთლიანად ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდება
იტალიის სერია A-ს 26-ე ტური კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ განაცხადა იტალიის პოლიტიკისა და სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ.
„უკვე მიღებულია ზომები, რომელიც კრძალავს მასობრივ მოვლენებს მომდევნო კვირამდე ლომბარდიის, ვენეტოსა და პიემონტის რეგიონებში. ახლა, იგივე ზომები გავრცელდა ფრიული-ვენეცია-ჯულიაზე, ემილია-რომანიუსა და ლიგურიაზე. ამ რეგიონებში შენარჩუნებულია აკრძალვა სპორტულ ღონისძიებებზე, ზოგიერთი ღონისძიების ჩატარება კი შესაძლებელია მაყურებლების გარეშე“, – განაცხადა სპადაფორამ.
ასე რომ, 26-ე ტურში მაყურებლების გარეშე ჩაივლის შემდეგი მატჩები:
უდინეზე-ფიორენტინა (29 თებერვალი)
იუვენტუსი-ინტერი (1 მარტი)
მილანი-ჯენოა (1 მარტი)
სასუოლო-ბრეშა (1 მარტი)
პარმა-სპალ (1 მარტი)
სამპდორია-ვერონა (2 მარტი)
ასევე გამოცხადდა, რომ ხუთშაბათს, მაყურებლების გარეშე ჩაივლის ევროპის ლიგის 1/16 ფინალის განმეორებითი მატჩი „ინტერსა” და „ლუდოგორეცს” შორის.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში ვირუსით ინფიცირებულია 260 ადამიანი, შვიდი გარდაიცვალა.