იტალიის სერია A-მ 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე გახდა „მილანის“ გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა. 22 წლის იტალიელმა 37 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაუშვა და 14 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.
სეზონის საუკეთესო მცველია „ატალანტას“ წევრი კრისტიან რომერო. 32 წლის არგენტინელის ანგარიშზე იყო 31 მატჩი, ორი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა.
საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს „ინტერის“ ფეხბურთელი ნიკოლო ბარელა. 24 წლის მოთამაშემ 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი სამი გოლითა და ცხრა შედეგიანი პასით გამოიჩინა.
სერია A-ს საუკეთესო ფორვარდად დასახელდა „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო. 35 წლის პორტუგალიელი 33 მატჩში 29 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.