სერია A გუნდების რაოდენობის შემცირებასა და პლეიოფის შემოღებას აპირებს #1TVSPORT
იტალიის სერია A-მ, შესაძლოა, ტურნირის ფორმატი და გუნდების რაოდენობა შეცვალოს.
გაზეთ Corriere della Sera-ს ინფორმაციით, კლუბებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ სერია A-ს არსებული სტრუქტურის ტრანსფორმაცია. ცვლილების სურვილის გაჩენაში დიდი როლი ითამაშა აუდიტორული კომპანია Deloitte-ის ანგარიშმა, რომელშიც ნაჩვენებია ახალი ფორმატის ეკონომიური უპირატესობები.
იტალიის ჩემპიონატში კლუბების რაოდენობა, შესაძლოა, 20-დან 18-მდე შემცირდეს. ასევე შესაძლებელია პლეი ოფის სისტემის შემოღება ჩემპიონის გამოსავლენად. ცვლილებებს ითხოვს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა.
შეთავაზებულ ცვლილებებს განიხილავენ 22 ივლისს და შეიძლება ძალაში შევიდეს 2023-24 წლების სეზონიდან.