სერია ა ჩემპიონატის განსხვავებული ფორმატით ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს
იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ფივიზიონის 2020-21 წლების სეზონი შესაძლოა შეცვლილი ფორმატით გაიმართოს, იუწყება გამოცემა „რეპუბლიკა“. წყაროს ინფორმაციით, თუ ახალი ჩემპიონატი 12 სექტემბრამდე ვერ დაიწყო, სერია ა ლიგის ორ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობას განიხილავს და გათამაშების ბოლოს პლეიოფი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო იტალიის ჩემპიონატი მართში შეწყდა და 20 ივნისს განახლდება. ლიდერი ამჟამად ტურინის იუვენტუსია, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება რომის ლაციო.