იტალიის სერია A-ში დასრულდა 28-ე ტური, რის შემდეგაც შეიცვალა ლიდერი. “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა “უდინეზე“. პირველი გოლი ჯარიმიდან დიბალამ გაიტანა. ამის შემდეგ, იგუაინმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა – არგენტინელს უკვე 17-დან 5 პენალტი აქვს გაფუჭებული სერია A-ში. შესვენების შემდეგ, იგუიანმა ბრალი იმით გამოისყიდა, რომ დიბალას დუბლი შეასრულებინა. პაულოსთვის ეს მე-100 გოლი იყო “იუვენტუსის” შემადგენლობაში. 2:0 და “იუვენტუსი” უკვე 11 მატჩია სერია A-ში გოლი არ უშვებს.
“იუვეს” კონკურენტმა “ნაპოლიმ” სტუმრად 0:0 ითამაშა “ინტერის” წინააღმდეგ. ეს ამ გუნდების მეორე ნულოვანი ფრეა ამ სეზონში. მეტოქეებმა ჯამში სამი ზუსტი დარტყმა შეასრულეს 90 წუთის განმავლობაში. “იუვენტუსი”ერთი ქულით გავიდა წინ ცხრილში, თან ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ანდრე სილვამ შვიდი წამით ადრე გაუტანა “ჯენოას” და “მილანს” სტუმრად 1:0 მოაგებინა. ჯენარო გატუზოს გუნდმა ბოლო ცხრა მატჩში 27 შესაძლებლიდან 23 ქულა მოიპოვა. “მილანი” მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.
“ლაციო” გადაურჩა “კალიარისთან” მარცხს – 2:2. ამ მატჩში უქმეების ყველაზე ლამაზი გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა.