„სერენმა“ ბელგიის ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა - პლეი ოფში გადამწყვეტი მიქაუტაძის გოლი აღმოჩნდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში „მოლენბეკი“ საკუთარ მოედანზე მიიღო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
„სერენი“ ბელგიის ჩემპიონატში მე-17 ადგილზე გავიდა და ლიგაში დასარჩენად პლეი ოფში „მოლენბეკს“ ორმატჩიან რაუნდში დაუპირისპირდა – 23 აპრილს პირველი მატჩი ჩაატარა და მოიგო 0:1. მატჩის გმირი გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელმაც „მოლენბეკს“ გასვლაზე გაუტანა და „სერენს“ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უდიდესი შანსი მიეცა.
გიორგი მიქაუტაძე ამჯერადაც „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველის გუნდს ფრეც აწყობდა და საბოლოოდ, მიზანს მიაღწია. შეხვედრა 0:0 დასრულდა და ბელგიის ჩემპიონატის ახალ სეზონში „სერენი“ ითამაშებს.
თუმცა, ჯერ უცნობია, დაეხმარება თუ არა გუნდს მიქაუტაძე – ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი ფრანგულ „მეცს“ ეკუთვნის, ბელგიურ კლუბთან იჯარა კი დაუსრულდა.