„სერენის“ მწვრთნელმა დაადასტურა - მიქაუტაძე შემოგვიერთდება, მაგრამ როდის, ჯერ არ ვიცი #1TVSPORT
„სერენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯორდი კონდომმა „ეუპენთან“ შაბათის მატჩამდე გუნდის მდგომარეობასა და შესაძლო ახალწვეულებზე საუბრისას განაცხადა, რომ ორ მოთამაშეს დაიმატებენ.
„ჩვენ ორ მოთამაშეს ვიმატებთ – დარიო დელ ფაბროს „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდიდან, რომელიც საიჯარო კონტრაქტს მალე გააფორმებს. ის ცენტრალური მცველია და გუნდს დაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. ასევე იჯარით შემოგვიერთდება მიქაუტაძე, რაშიც 100% დარწმუნებული ვარ, მაგრამ როდის მოხდება ეს, ჩვენ ჯერ არ ვიცით“, – აცხადებს ჯორდი კონდომი.
ბელგიური გამოცემა dhnet-ის ცნობით, მიქაუტაძის გუნდში გადასვლის ბოლო ვადა ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დასასრული იქნება, მაგრამ ჯუპილერ ლიგაში ქართველის კარგი თამაშის შედეგად გადასულ კლუბს სურს, მიქაუტაძე რაც შეიძლება მალე დაიმატოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სექტემბრის სანაკრებო მატჩებში გამოიძახა და გუნდს შეკრებაზე მალე შეუერთდება.