სერენა ვილიამსი: ერთი წლის წინ სიცოცხლისთვის ვიბრძოდი და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ფინალს კიდევ ვითამაშებდი
სერენა ვილიამსი: ერთი წლის წინ სიცოცხლისთვის ვიბრძოდი და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ფინალს კიდევ ვითამაშებდი

„დიდი სლემის” 23-გზის ჩემპიონმა სერენა ვილიამსმა ნახევარფინალში ანასტასია სევასტოვა დაამარცხა, 6:3, 6:0 და 31-ედ გავიდა „სლემის“ ფინალში, სადაც იაპონელ ნაომი ოსაკას დაუპირისპირდება. სერენა თავისი 73-ე ტიტულისათვის იბრძოლებს.

მოგების შემთხვევაში ის გახდება ყველაზე ასაკოვანი ქალი ჩოგბურთელი, ვისაც „დიდი სლემის“ ტურნირზე გაუმარჯვია.

„ეს დაუჯერებელია. 1 წლის წინ რთული მშობიარობა გადავიტანე და სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, ახლა კი ყოველი მატჩის წინ ბედნიერი ვარ, რომ თამაშის გაგრძელების შანსი მომეცა. არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე კარგად წარიმართებოდა. უბრალოდ ძალიან ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე.

საკმარისი დრო დამჭირდა ფორმის აღსადგენად. ჩემს დღევანდელ ფორმას შევაფასებდი 50-60 პროცენტით“, -განაცხადა ამერიკელმა, – „ვეცდები გავხდე ძველი სერენა, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევძლებ ამას ფიზიკურად, ემოციურად და მენტალურად. მე ვმუშაობ ამ ყველაფერზე და ვცდილობ ავთამაშდე, როგორც ჩემს საუკეთესო წლებში ვთამაშობდი.