სერენა უილიამსს რესტლინგში გამოსვლა შესთავაზეს
სერენა უილიამსს რესტლინგში გამოსვლა შესთავაზეს

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონ სერენა უილიამსს აქვს შანსი, ჩოგბურთიდან წასვლის შემდეგ პროფესიონალი რესტლერი გახდეს. თავის რიგებში ამერიკელი ჩოგბურთელის ხილვა სურს WWE-ის პრომოუშენს.

სერენას გადაბირების მთავარი ინიციატორია WWE-ს მფლობელის ქალიშვილი, ორგანიზაციის ბრენდ-დირექტორი სტეფანი მაკმეონია.

„ძალიან მინდა, რომ სერენა ჩვენთან გამოვიდეს. ის შთამბეჭდავია“, – განაცხადა მაკმეონმა „ბიზნეს ინსაიდერთან“ (Business Insider) კომენტარში.

ბავშვის დაბადების შემდეგ ჩოგბურთში დაბრუნებულმა სერენა უილიამსმა 2018 წელს „დიდი სლემის“ ორი ტურნირის ფინალამდე მიაღწია, უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა.