„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი, ამერიკელი სერენა უილიამსი მოიხსნა საფრანგეთის ღია პირველობიდან აქილევსის მყესის დაზიანების გამო. ოთხშაბათს, ლეგენდარულ ჩოგბურთელს როლან გაროსის მეორე წრეში უნდა ეთამაშა ბულგარელი ცვეტანა პირონკოვას წინააღმდეგ.
სერენა უილიამსმა პირველ წრეში თანამემამულე კრისტი ანი ორ სეტში დაამარცხა.
ასე რომ, პირონკოვა უბრძოლველად გავიდა 1/16 ფინალში, სადაც მისი მეტოქე ჩეხების – ბარბორა სტრიკოვასა და ბარბორა კრეიჩიკოვას მატჩში გაირკვევა.