სერენა უილიამსმა მეგან მარკლს მხარი დაუჭირა - მეგანი ყოველდღე მასწავლის, როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად #1TVSPORT
სერენა უილიამსმა მეგან მარკლს მხარი დაუჭირა - მეგანი ყოველდღე მასწავლის, როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად #1TVSPORT

ოპრა უინფრისთან ტელეკომპანია „სიბიეს“-ისთვის (CBS) მიცემულ ინტერვიუში პრინცი ჰარის ცოლმა მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რასიზმსა და სიცრუეში დაადანაშაულა. ამ ფაქტს გამოეხმაურა სერენა უილიამსი, რომელიც სექსიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის, რადგან თავადაც არაერთხელ ყოფილა ყოველივე ამის მსხვერპლი. სოცმედიაში ჩოგბურთელმა გამოაქვეყნა მეგან მარკლისადმი მიმართვა, სადაც ამბობს:

„მეგანი, ჩემი მეგობარი, ცხოვრობს ისე, რომ ბევრი ჩვენგანის მაგალითია. ის ყოველდღე მასწავლის, როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად. მისმა სიტყვებმა ნათლად დაგვანახა, როგორ ტკივილსა და სისასტიკეში უწევდა არსებობა. მე კარგად ვიცი, როგორია, როცა ხარ სექსიზმისა და რასიზმის მსხვერპლი, როცა მედია ქალისა და განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანების დემონიზებას ახდენს. ჩვენ უნდა დავგმოთ და ვიბრძოლოთ ტაბლოიდების ბოროტი ჭორების წინააღმდეგ. ასეთი თავდასხმები იწვევს ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევას, დეპრესიას, იზოლაციასა და ზოგ შემთხვევაში სიკვდილსაც. მე მსურს, მეგანის ქალიშვილმა, ჩემმა ქალიშვილმა, თქვენმა ქალიშვილებმა იცხოვრონ საზოგადოებაში, რომელიც დგას პატივისცემაზე. გააღვივეთ თქვენში სიყვარული, სიმშვიდე, მოთმინება, სიკეთე, რწმენა და საკუთარი თავის კონტროლი. ამას ალტერნატივა არ აქვს.“

 

View this post on Instagram

 

A post shared by Serena Williams (@serenawilliams)