სერენა უილიამსი მაისში დაბრუნდება
სერენა უილიამსი მაისში დაბრუნდება

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი კორტზე დაბრუნებას მაისში აპირებს. კერძოდ, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს დაგეგმილი აქვს რომის ტურნირში მონაწილეობა. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ჟურნალისტმა ბენ როტენბერგმა, რომელიც ამერიკელი ჩოგბურთელის გუნდთან თანამშრომლობს.

იტალიის დედაქალქში ტურნირი 11-19 მაისს გაიმართება.

შეგახენებთ, რომ ავადმყოფობისა და ტრავმის გამო, სერენა უილიამსმა ვერ შეძლო ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირების დასრულება.

დღეისთვის, უილიამსი მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-10 ადგილზე იმყოფება.