სერენა უილიამსი ჟურნალ GQ-ს ვერსიით წლის ადამიანი გახდა
სერენა უილიამსი ჟურნალ GQ-ს ვერსიით წლის ადამიანი გახდა

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი 2018 წლის ჩემპიონი გახდა ჟურნალ GQ-ის ვერსიით. 37 წლის სერენა ამ პოპულარული ჟურნალის დეკემბრის ნომრის ერთ-ერთ გარეკანზე მოხვდა. ეს ნომერი ეძღვნება წლის ადამიანებს და სხვა გარეკანებზე გამოჩნდებიან მსახიობები – მაიკლ ბ. ჯორდანი, ჰენრი გოლდინგი და ჯონ ჰილი.

სერენა უილიამსის გარეკანზე სიტყვა „მამაკაცები“ ფრაზიდან Men of the Year, დიზაინერებმა შეცვალეს სიტყვით „ქალი“ მხოლობით რიცხვში.

2018 წელს, სერენა გახდა უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტი, მაგრამ ორივე გადამწყვეტი მატჩი წააგო.