სერჟ იბაკას კრისთან მომხდარი ინციდენტის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
ტორონტო რეპტორსი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გარეშე დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე იასპარეზებს. სერჟ იბაკას სადისციპლინო კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
ინციდენტი რეგულარულის შეხვედრაში კლივლენდის ქუიქენ ლოანს არენაზე მოხდა. იბაკამ კავალიერსის კალათბურთელთან მარკეს კრისთან დაპირისპირება დაიწყო, რაც საკმაოდ სერიოზულ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამის გამო კი სერჟი ლეიკერსთან, დეტროიტთან და ნიუ იორკთან ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს.
იბაკას დაბრუნება მომავალ კვირას, ოკლაჰომას წინააღმდეგ იგეგმება.