სერბულმა კლუბმა თოლორდავა წარადგინა #1TVSPORT
სერბულმა კლუბმა თოლორდავა წარადგინა #1TVSPORT

ანტონ თოლორდავა სერბული კლუბის, ნიშის „რადნიჩკის“ მოთამაშე გახდა. „თელავის“ ექს-კაპიტანზე ინფრომაციას სერბული კლუბი ავრცელებს.

„ჩვენი მოთამაშე ქართველი ანტონ თოლორდავა გახდა – საქართველოს ჩემპიონატში ამჟამად მეექვსე ადგილზე მყოფი „თელავის“ ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური მცველი, რომელიც სრულ საბრძოლო ფორმაშია და მწვრთნელს, ტომისლავ სივიჩს მისი დახმარება თავიდანვე შეეძლება. „რადნიჩკიში“ გადასვლამდე მან „თელავს“ თბილისში „ლოკომოტივთან“ გამარჯვებაში უხელმძღვანელა.

25 წლის ქართველი მცველი 192 სმ სიმაღლისაა და მიმდინარე სეზონში „თელავის“ შემადგენლობაში 16-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია ესტონური „ლევადიას“ მაისურით, სადაც 2021 წელს ესტონეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

კლუბის ცნობით, თოლორდავა „რადნიჩკის“ სლოვენიური შეკრების დროს შეუერთდა, ტესტ-მატჩებში კარგად ითამაშა და ნიშის გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.