საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ სერბი ფორვარდი ალექსანდარ პრიიოვიჩი 3 აპრილს, კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რომელიც სერბეთში კორონავირუსის პანდემიის გამო შემოიღეს, – იტყობინება სააგენტო „როიტერი“.
ადგილობრივი დროით 17 საათის შემდეგ, პრიიოვიჩი ხუთ ადამიანთან ერთად სვამდა ბელგრადის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში. ყველა დამრღვევი დააკავეს და პროკურატურაში გამოიძახეს.
სერბეთის მთავრობამ სამუშაო დღეებში 17 საათიდან დილის 5 საათამდე შემოიღო კომენდანტის საათი, აგრეთვე, შაბათის 13 საათიდან ორშაბათის დილის 5 საათამდე, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსის გავრცელება.