სერბეთში მწერის ახალ სახეობას ჯოკოვიჩის სახელი დაარქვეს #1TVSPORT
სერბეთში მწერის ახალ სახეობას ჯოკოვიჩის სახელი დაარქვეს #1TVSPORT

სერბმა მეცნიერებმა მწერის ახალი სახეობა აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს მისთვის Duvalius djokovici დაერქმიათ – ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის პატივსაცემად, რომელიც ქვეყანაში ეროვნულ გმირს წარმოადგენს.

„მწერის ახალი სახეობა მტაცებელია მიწისქვეშა გარემოში, როგორც ჯოკოვიჩი საჩოგბურთო კორტზე. ორივენი წარმოშობით სერბეთიდან არიან. ამ სახეობის აღმომჩენნი ჯოკოვიჩის თაყვანისმცემლებიც არიან, რაც დამატებითი მოტივაცია გახდა იმისთვის, რომ ამ სახეობისთვის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელისა და ყველაზე დროის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი სპორტსმენის სახელი დაგვერქვა“, – გამოაცხადეს სერბეთის ტელევიზიაში.

აღვნიშნავთ, რომ ჯოკოვიჩის პატივსაცემად შესაბამისი სახელი აქვს ლოკოკინას, რომელიც მონტენეგროში ბინადრობს.