სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალურ ბლოკში დღეს სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მან გუშინ პირველ შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, უკრაინელ ბელენიუკთან წააგო და ვინაიდან მისმა მოწინააღმდეგემ ფინალში გასვლა მოახერხა, დათუნაშვილს შანსი მიეცა რეპეშაჟიდან გაეგრძელებინა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა.

სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა დღეს დილით ეს შანსი კარგად გამოიყენა, მოიგო ერთი ორთაბრძოლა და მესამე ადგილისთვის ხორვატ ივან ჰუკლეკთან იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ასევე ვიხილავთ ქართველ რამაზ ზოიძეს (67კგ), რომელიც ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.