სერბეთის ნაკრებმა ევრო 2024-ისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
სერბეთის ნაკრებმა ევრო 2024-ისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დრაგან სტოიკოვიჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის გაფართოებული, 35-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სერბები კონტინენტის პირველობისთვის სწორედ ამ შემადგენლობით მოემზადებიან, ხოლო საბოლოო, 26-კაციან განაცხადს სტოიკოვიჩი 7 ივნისს წარადგენს.

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სერბეთი C ჯგუფში ინგლისთან, დანიასა და სლოვენიასთან ერთად ითამაშებს.

სერბეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო), პრედრაგ რაიკოვიჩი (მალიორკა), ჯორჯე პეტროვიჩი (ჩელსი), ალეკსანდარ იოვანოვიჩი (პარტიზანი).

მცველები: სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი), ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა), მილოშ ვალიკოვიჩი (ვერდერი), სრდან ბაბიჩი (სპარტაკი), უროს შპაიჩი (ცრვენა ზვეზდა), სტრაჰინია ერაკოვიჩი (ზენიტი), ნემანია სტოიჩი (ბაჩკა ტოპოლა), ჯან-კარლო შიმიჩი (მილანი).

ნახევარმცველები: საშა ლუკიჩი (ფულემი), ნემანია გუდელი (სევილია), ნემანია მაქსიმოვიჩი (ხეტაფე), ივან ილიჩი (ტორინო), საშა ზდიელარი (ცსკა მოსკოვი), სრდან მიალოვიჩი (ცრვენა ზვეზდა), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ალ-ჰილალი), დუშან ტადიჩი (ფენერბაჰჩე), სამედ ბაჟდარი (პარტიზანი), ალეკსანდარ ჩირკოვიჩი (ბაჩკა ტოპოლა), ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე), ველიკო ბირმანჩევიჩი (სპარტა), ფილიპ კოსტიჩი (იუვენტუსი), ფილიპ მლადენოვიჩი (პანათინაიკოსი), მატია გულშევიჩი (რადნიკი), ანდრია ჟივკოვიჩი (პაოკ-ი), მიატ გაჩინოვიჩი (აეკ-ი), ნემანია რადონიჩი (მალიორკა).

თავდამსხმელები: ალექსანდრ მიტროვიჩი (ალ-ჰილალი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), ლუკა იოვიჩი (მილანი), ეტარ რატკოვი (ზალცბურგი), მიჰაილო ივანოვიჩი (ვოივოდინა).