სერბეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი - ფედერერი და ნადალი ვერ იტანენ ჯოკოვიჩს
როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ვერ იტანენ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს. ამის შესახებ განაცხადა დევისის თასზე სერბეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა რადმილო არმენულიჩმა.
“ნოვაკ ჯოკოვიჩი – ჯენტლმენია. მე არასოდეს მინახავს, რომ მას გაეკრიტიკებინოს როჯერი ან რაფა. ისინი კი ნოვაკის მიმართ ბოროტებას იჩენენ. ისინი ყველაფერი აკეთებენ იმისთვის, რომ ჯოკოვიჩმა არ გაუსწროს ფედერერსა და ნადალს “დიდი სლემის” ტიტულების რაოდენობით. სპონსორებიც არიან ამაში ჩართულნი”, – განაცხადა არმენულიჩმა.